რომან გოცირიძე - მთელი ეს ორომტრიალი ატეხილი იყო ორი მინისტრის მოსახსნელად, მესამეს მოხსნიან თუ არა, არც ვიცით

ხელისუფლების მიერ დეკლარირებული მცირე მთავრობა აღმოჩნდა დიდი ტყუილი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, მთავარი მიზანი, რომ შემცირებულიყო ბიუროკრატიული ხარჯები და მართვა ყოფილიყო ეფექტური, ჩავარდა.

"მთელი ეს ორომტრიალი ატეხილი იყო ორი მინისტრის მოსახსნელად, მესამეს მოხსნიან თუ არა, არც ვიცით. სტრუქტურული რეორგანიზაციის მთავარი შინაარსი აღმონდა, ორი თუ სამი ადამიანის უმტკივნეულოდ გაშვება მინისტრთა კაბინეტიდან, დანარჩენი დავიდა მარტივ არითმეტიკამდე. 14 ჯობია თუ 11? - ეს ყველაფერი გავს ქართულ ფილმს, ორი ლოკომოტივი ჯობია თუ ერთი, რომ კითხულობენ და მეორე პასუხობს, გააჩნია რა შემთხვევაშიო. აქ ეს კითხვაც კი არ არის რელევანტური. ეს არის მხოლოდ არითმეტიკული გადაჯგუფება. 116 კანონში უნდა შევიტანოთ ცვლილება, ხარჯავენ შუქს, ენერგიას და ადამიანების ნერვებს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღეს ბიუროს სხდომაზე მცირე მთავრობის კონცეფცია დარეგისტრირდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს