ზვიად კუპრავა - კახა სირაძემ მირზა სუბელიანის დახმარებით შეინარჩუნა სამსახური და მასთან ვალში იყო

კახა სირაძე ვალში იყო მირზა სუბელიანთან, ამის გამო სირაძე „უყურადღებოდ“ მოექცა ფარდულის განადგურებას, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზვიად კუპრავამ განაცხადა. ზვიად კუპრავა, რომელიც ზაზა სარალიძესთან ერთად არაფორმალურად იძიებდა საქმეს, კომისიის წევრებს ინფორმაციას აწვდის.

ზვიად კუპრავამ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის კახა სირაძის საქმე გაიხსენა, რომელმაც, კუპრავას თქმით, მირზა სუბელიანის დამსახურებით შეინარჩუნა თანამდებობა, რის შემდეგაც კახა სირაძე მირზა სუბელიანთან ვალში იყო.

„ადამიანი, რომელსაც ვალდებულება ჰქონდა ფარდული ყოფილიყო დაცული, არის კახა სირაძე - მკვლელობების განყოფილების უფროსი და მის განყოფილებას უნდა ეწარმოებინა ყველა საჭირო ღონისძიება რათა ფარდული ყოფილიყო დაცული.

რატომ მიუდგა სირაძე გულგრილად ? ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ კახა სირაძე როდესაც მერაბიშვილი დაიჭირეს, თანამშრომლებთან და უახლოეს მეგობრებთან ერთად დაიბარეს გენერალურ ინსპექციაში, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ ეს პირები იყვნენ ვანო მერაბიშვილის გარემოცვა და მოსთხოვეს მათ „პატაკების“ დაწერა და სამსახურიდან წასვლა. მათ დაწერეს „პატაკები“ სამსახურიდან წასვლაზე, თუმცა თარიღი გენინსპექციის მოთხოვნით არ იყო დასმული, რის შემდეგაც კახა სირაძემ დაურეკა მის უახლოეს მეგობარს მირზა სუბელიანს და სთხოვა შუამდგომლობა, რათა მათ დახმარებოდნენ. კახა სირაძემ სთხოვა, რომ შუამდგომლობა გაეწია რათა ეს ადამიანები სამსახურიდან არ წასულიყვნენ. თავის მხრივ, სუბელიანმა გაუწია შუამდგომლობა და მათი ნაწილი, დატოვეს შსს-ს ორგანოებში, მათ შორის კახა სირაძე. ეს იყო მირზა სუბელიანის დამსახურება. მას შემდეგ რაც მოხდა ხორავას ქუჩაზე სისხლიანი ტრაგედია, სუბელიანი დაუკავშირდა კახა სირაძეს, რომელიც ვალში იყო მასთან და უთხრა, რომ ფარდულისთვის მიექცია ყურადღება“, -განაცხადა ზვიად კუპრავამ.

მანვე კომისიას მიმართა, ფაქტის დასადასტურებლად ამოღებული იყოს

სუბელიანის და სირაძის სატელეფონო საუბრების სიხშირე 1-2 დეკემბერს.

„ესეც იქნება ირიბი მტკიცებულება. ამის შემდეგ კახა სირაძემ გააკეთა ის, რომ მოიქცა გულგრილად, არ მოხდა დაცვა მტკიცებულების და ამ მტკიცებულების, მკვლელობის ადგილის დანგრევა მოხდა“, -განაცხადა ზვიად კუპრავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა