სკრინინგის მუნიციპალური პროგრამების შესახებ აბიტურიენტების მშობლებსა და გულშემატკივრებს ინფორმაცია მიეწოდათ

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ საგამოცდო დღეს, ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებმა თბილისის N175, N173, N39, N177, N207 საჯარო სკოლებში მოწყობილი საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე აბიტურიენტების მშობლებსა და გულშემატკივრებს სასმელი წყალი და სკრინინგის უფასო პროგრამების შესახებ საინფორმაციო ბეჭდური მასალა დაურიგეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. მათივე ცნობით, აქციაზე განსაკუთრებულად დაინტერესდნენ ისეთი საკითხებით, როგორიცაა: სკრინინგის პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და ასაკობრივი კრიტერიუმები, რამდენად ვრცელდება აღნიშნული პროგრამა რეგიონში რეგისტრირებულთათვის, პროგრამაში ჩართვისა და გამოკვლევების ჩასატარებლად მოსამზადებელი პროცედურები და ადრეული დიაგნოსტიკის უპირატესობები.

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, აქცია მიმართულია დაავადებათა სკრინინგის პროგრამის თაობაზე ცნობიერების ამაღლებისკენ და იმ უფასო გამოკვლევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისკენ, რომელსაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სრულად აფინანსებს ქალაქ თბილისის მერია.

მათივე ცნობით, ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიზანია ადრეული დიაგნოსტიკის გზით სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, რაც მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა