თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორიელებული შესყიდვების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით აქცია გაიმართა

საზოგადოების ნაწილი პროკურატურას თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორიელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას სთხოვს. აღნიშნული მოთხოვნით მათ დღეს თავდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს.

საქმე ეხება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებული პირის, პეტრე დევრიშაძის კომპანია თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 4 მილონ ლარამდე ფინანსდება.

აქციის მონაწილეებმა ინფორმაციაზე რეაგირებისკენ პარლამენტის წევრებსაც მოუწოდეს.

„ვითხოვთ პროკურატურისგან, რომ დაიწყოს სასწრაფო გამოძიება ბიუჯეტიდან აგენტების დაფინასების საქმეზე. ვითხოვთ, რომ პარლამენტის მხრიდანაც აუცილებლად მოხდეს ამ საქმის შესწავლა. ვიცით, რომ ინფორმაცია აქვთ მიცემული რუსეთის სახელმწიფოსთვის თითოეულ ჯარისკაცზე და ეს არის პირდაპირი ღალატი და ამ ბიჭების გაწირვა. ჩვენ ამის უფლებას არ მივცეთ. ეს აქციები მიიღებს პერმანენტულ სახეს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა