აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრების - კახაბერ კუჭავას, სულხან მახათაძის, კობა ლურსმანაშვილის, ენძელა მაჭავარიანისა და ზაზა ხუციშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „წყლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. საკანონმდებლო ორგანოს წევრებს, შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ.

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციაშია აღნიშნული, კომიტეტის წევრებმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრების - ოთარ დანელიასა და ირაკლი შიოლაშვილის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებითაც.

მათი ცნობით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოთქმულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა