ნოდარ ხადური კონკურენციის სამართალის სფეროში გამართულ სემინარს დაესწრო

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური კონკურენციის სამართალის სფეროში, სააგენტოს თანამშრომლებისა და ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის გამართულ სემინარს დაესწრო. სამუშაო შეხვედრებს ბელგიელი ექსპერტი, ბრიუსელის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორი, ფილიპ ტუიტშევერი უძღვებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს, სემინარის ფარგლებში განხილული იქნა კონკურენციის კანონმდებლობის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ვერტიკალური და ჰორიზონტალური შეთანხმებები, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციები, ელექტრონული ვაჭრობა, კონკურენციის სამართალში მტკიცების სტანდარტი და ა.შ. კონკურენციის სამართლის პრობლემატურ საკითხებთან მიმართებით, ექსპერტმა ევროკომისიისა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს უახლესი პრაქტიკა მიმოიხილა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ადვოკატთა ასოციაციის კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე, მარი ნიქაბაძე. სემინარი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ორგანიზებითა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა