პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი მზადაა, მთავარი პროკურორობისთვის იბრძოლოს

პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი მზადაა, მთავარი პროკურორობისთვის იბრძოლოს. ამის შესახებ ნადარეიშვილი განცხადებას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.

„დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება დავთანხმებულიყავი შემოთავაზებას და მონაწილეობა მიმეღო მთავარი პროკურორის არჩევნებში. გავითვალისწინე საზოგადოების ნაწილისა და სამართლებრივ სივრცეში მოღვაწე აკადემიური პერსონალის თხოვნა და მივეცი მათ თანხმობა, იუსტიციის მინისტრისათვის, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურა წარედგინათ. გათვითცნობიერებული მაქვს, პროკურატურის წინაშე, დღეს არსებული გამოწვევები და სირთულეები. პროკურორი, ბუნებრივია, ვერ იქნება ყველასთვის მისაღები და მოსაწონი, იქიდან გამომდინარე, რომ მისი მოღვაწეობა ასოცირდება სისხლის სამართლებრივ დევნასთან. თუმცა, სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, საზოგადოების ნდობისა და პატივისცემის მოპოვება სავსებით შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, მივიღებ თუ არა იუსტიციის მინისტრისა და საპროკურორო საბჭოს მხარდაჭერას, იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას უხელმძღვანელებს ღირსეული და გამოცდილი ადამიანი, რომელიც სტრუქტურისათვის უცხო სხეული არ იქნება (იგივე პოზიცია მქონდა ადრეც)“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა