ზუგდიდში დაფნის კულტურის მწარმოებელთა შეხვედრა გაიმართა

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდში, დაფნის ბიზნესთან დაკავშირებული პირებისა და ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დაფნის შემგროვებლები, გადამამუშავებლები, რეალიზატორები ესწრებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებამ ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს ყველა იმ გამოწვევასა და შესაძლებლობაზე, რაც მათ საქმიანობაში მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. განხილვის საკითხი იყო ასევე დაფნის რეალიზაციის ბაზრები.

ფერმერების სამუშაო შეხვდრა აგროწარმოების ხელშეწყობისპროგრამის პლატფორმის ფარგლებში მათი ერთობლივი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით დაიგეგმა.

მათივე ცნობით, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა დაფნის კულტურის გარდა, ხურმის, ვაშლის, ატმის, კაკლის, ბოსტნეულის, კენკროვანი კულტურების ბაღების, ყვავილების კულტურების, სასათბურე მეურნეობის, მეფუტკრეობის მეურნეობების მოწყობის თანადაფინანსებას ითვალისწინებს. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40 პროცენტის დაფინანსებას გულისხმობს.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას ბოლო მონაცემებით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 250-მდე ბენეფიციარი ჰყავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო