ბელგიაში ირანელი წყვილი დააკავეს, რომლებიც საფრანგეთში ტერაქტს გეგმავდნენ

ბელგიაში ირანელი წყვილი დააკავეს, რომლებიც საფრანგეთში ტერაქტს გეგმავდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური მედია ავრცელებს.

პოლიციამ ჩხრეკისას ბომბის დასამზადებელი ნივთიერებები აღმოაჩინა.

„გამოძიების ფარგლებში პოლიციამ დააკავა ამირ ს. და მისი მეუღლე ნასიმეჰ ნ. აღნიშნული პირები ირანული წარმოშობის ბელგიის მოქალაქეები არიან. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისინი დააპატიმრეს. მათ ბრალად ედებათ ტერორისტული აქტის მომზადება“, - ნათქვამია ბელგიის პროკურატურის განცხადებაში.

როგორც პროკურატურაში აღნიშნეს, ტერაქტი 30 ივნისს პარიზში, ირანული ოპოზიციის კონფერენციაზე უნდა მომხდარიყო. აღნიშნულ კონფერენციას დაახლოებით 25 ათასი ადამიანი ესწრებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა