აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „ნაცმოძრაობის“ წევრის, ასმათ დიასამიძის განცხადებას პასუხობს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ასმათ დიასამიძის განცხადებას ეხმაურება.

სამინისტროს განმარტებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ფესტივალის მხარდამჭერი არ იყო არც საორგანიზაციო და არც ფინანსურ ნაწილში.

მათივე ინფორმაციით, სამინისტრომ გამოხატა მხოლოდ კეთილი ნება მისალმებოდა 7 ქვეყნის 450 მონაწილე ბავშვსა და ორგანიზატორს ქალაქში ჩატარებული ღონისძიებისთვის, რაც ხელს უწყობს კულტურული ტურიზმის განვითარებას. სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალის ორგანიზატორი არის საქართველოში დაფუძნებული კომპანია „ჯეოსტუმარი“, რომელიც უკვე მესამედ ატარებს ბავშვთა ფოკლორული ანსამბლების კონკურსს საქართველოში. სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია, რომ ფესტივალის უკან რომელიმე ქვეყნა დგას სიმართლეს არ შეესაბამება.

აჭარის უმაღლეს საბჭოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ასმათ დიასამიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „აჭარის მთავრობა რუსული პროპაგანდის მხარდამჭერია. მისივე ინფორმაციით, 30 ივნისს, ბათუმში, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ფესტივალი გაიმართა, რომლის ძირითადი მიმართულება რუსული პროპაგანდა იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა