ქვემო სამგორში ახალი სპორტული მოედნები მოეწყო

ქვემო სამგორში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. გუმათჰესის ქუჩაზე, N2 კორპუსის მიმდებარედ, 450 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედანი ეწყობა, სადაც ამჟამად, ბალახის ხელოვნური საფარი იგება.

მერიის ინფორმაციით, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს „ჯორჯიან ინვესტი“ ახორციელებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 77 443 ლარს შეადგენს.

450 კვ.მ ფართობის სტადიონის მოწყობა ასევე, ოცხელების ქუჩაზე, N25ა კორპუსის მიმდინარედაც ხორციელდება. აღნიშნულ სამუშაოებს გემგეობის კონტრაქტორი შპს „პე-ბე“ ასრულებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება კი, 77 832 ლარია.

ნავთლუღის მეორე დასახლებაში ორი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. მე-3 ქუჩის N1ა-ს მიმდებარედ, 510 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედანი ტრიბუნებით, ღამის განათებით, კონსტრუქციული გადახურვითა და შშმ პირთათვის ადაპტირებული პანდუსებით მოეწყო, მე-4 ქუჩის მიმდებარედ კი, 330 კვ.მ ფართობის სპორტული მოედანი გაიხსნა.

ქვემო სამგორში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები და დასრულებული პროექტები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა დაათვალიერა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა