ISET-ის კურსდამთავრებულთა გამოშვება 2018 გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) 2018 წლის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მთივე ინფორმაციით, ცერემონიას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, BP საქართველოს გენერალური მენეჯერი კრის შლუტერი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ჟვანია ესწრებოდნენ. კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება NBA-ის ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ მიულოცა, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და წარმატების მიღწევის გზებზე ისაუბრა.

„დიდი პატივია კურსდამთავრებულთათვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს რომ მომიწვიეს და მათთან ერთად ვიზიარებ ამ წარმატებას“, - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

ISET-ის მნიშველობაზე ისაუბრა გიორგი შარვაშიძემ.

„ISET არის ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკის სკოლა არამარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. დარწმუნებული ვარ ყველა იქნება დასაქმებული ეკონომიკის თუ სხვა სექტორში. ძალიან მაღალკვალიფიციური ახალგაზრდები არიან და ვუსურვებ მათ წარმატებას“, -აღნიშნა თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ალექსანდრე თევზაძის თქმით, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, სადაც წარჩინებული სტუდენტები სწავლობენ. ალექსანდრე თევზაძემ წარმატებები უსურვა კურსდამთავრებულებს და აღნიშნა, რომ „დღეს მათთვის მნიშვნელოვანი ეტაპია ცხოვრებაში, როდესაც სწავლიდან კარიერაში გადადიან.“

წელს თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის 39 სტუდენტს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და იაპონიიდან მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 10 წლის განმავლობაში, ISET-მა აღზარდა ეკონომისტების არაერთი თაობა. სკოლის 300-მდე კურსდამთავრებულის მიერ მეცნიერებაში, საჯარო თუ კერძო სექტორში მიღწეულმა კარიერულმა წარმატებებმა კვლევა პოლიტიკასთან დააკავშირა, ქართველ საზოგადოებას კი მისცა ინფორმაცია და ცოდნა ეკონომიკაზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა