ყვარლის მუნიციპალიტეტში 50 წლამდე ასაკის ქალი გველმა დაკბინა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში 50 წლამდე ასაკის ქალი გველმა დაკბინა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქალი ბოსტანში მუშაობდა. ის თავდაპირველად სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ინტოქსიკაციის საწინააღმდეგო შრატი გაუკეთდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თბილისში ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

ექიმის თქმით, სპეციალური ვაქცინის მიღების შემდეგ ქალს ალერგიული ფონი განუვითარდა. "ჩვენს საავადმყოფოში შემოიყვანეს 50-წლამდე ასაკის ქალი, რომელსაც ხელზე გველის ნაკბენი ჰქონდა. აქ გაეწია პოლივალენტური შრატით დახმარება, თუმცა შემდეგ მას ალერგიული ფონი განუვითარდა, რამაც სუნთქვის უკმარისობა გამოიწვია. ამიტომ მისი გადაყვანა ტოქსიკოლოგიური პროფილის განყოფილებაში გახდა საჭირო", - განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა მაია მრელაშვილმა.

კახეთში ერთი თვის განმავლობაში, ქვეწარმავლის მიერ დაკბენის ეს უკვე მესამე შემთხვევაა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს