ზვიად კუპრავა გამოკითხვის დასრულების შემდეგ, შს სამინისტოსთან მყოფ ზაზა სარალიძესთან მისვლას გეგმავს

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მყოფი ზვიად კუპრავა გამოკითხვის დასრულების შემდეგ, შს სამინისტოსთან მყოფ ზაზა სარალიძესთან მისვლას გეგმავს. ამასთან, კუპრავამ მეგობრებს მიმართა, მივიდნენ შსს-თან და გვერდით დაუდგნენ ზაზა სარალიძეს.

“ვეცდები სათქმელი შევამცირო. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ზაზა სარალიძე ამ წუთას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ზის. თავს ვალდებულად მივიჩნევ, რაც შეიძლება სწრაფად მივიდე მასთან. ამავდროულად მინდა ჩემს ყველა მეგობარს, ვინც თბილისშია, ვთხოვო, მივიდნენ ზაზა სარალიძესთან და დაუდგნენ მას გვერდით“, - განაცხადა კუპრავამ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კუპრავას გამოკითხვა მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს