თსუ-ში ოქსფორდის უნივერსიტეტის იესოს სახელობის კოლეჯის ქოროს კონცერტი გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოქსფორდის უნივერსიტეტის იესოს სახელობის კოლეჯის ქოროს კონცერტი გაიმართა. ქოროს წევრები ოქსფორდის წარმატებული აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები არიან.

თსუ-ს ინფორმაციით, კონცერტზე შესრულდა იგორ სტარვინსკის, სერგეი რახმანინოვის, ანტონ ბრუკნერის, პეტრე ჩაიკოვსკის, თომას თალის, ორლანდო გიბონსის, ჯონ ბენეტის და სხვათა ნაწარმობები.

„ჩვენ ყოველწლიურად მივემგზავრებით მუსიკალური ტურით სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში ჩამოსვლა ცნობილმა არქეოლოგმა მაიკლ ვიკერსმა შემოგვთავაზა. საქართველოში ნამდვილად კარგი დრო გავატარეთ, აღმოვაჩინეთ ძალიან ბევრი საინტერესო რამ, რაც საქართველოს და მის კულტურას უკავშირდება,“- განაცხადა ქოროს კაპელანმა მეგან დაფინმა.

კონცერტის ერთ-ერთი ორგანიზატორია ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ბრიტანელი არქეოლოგი მაიკლ ვიკერსი, რომელსაც თსუ-ს არქეოლოგიის მიმართულებასთან დიდი ხნის სამეცნიერო თანამშრომლობა აქვს.

„დაახლოებით 25 წელია რაც ოქსფორდის უნივერსიტეტში უფროსი მკვლევარი ვარ. იესოს კოლეჯის ქორო ყოველ ზაფხულს მსოფლიო ტურნეს ატარებს. ვიფიქრე, რატომ არ უნდა ჩამოსულიყვნენ საქართველოში? მიხარია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათ არაჩვეულებრივი კონცერტი ჩაატარეს,“ - განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტს პროფესორმა მაიკლ ვიკერსმა.

„ბოლო რვა წლის განმავლობაში ოქსფორდის იესოს კოლეჯის საეკლესიო გუნდმა წარმოდგენები გამართა მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ეკლესიებში, მათ შორის ფლორენციაში სანტა კროჩეს ბაზილიკის და ბრატისლავაში წმინდა მარტინის კათედრალური ტაძრის ჩათვლით. გარდა ამისა, სასულიერო და საერო მუსიკის ნიმუშები ოქსფორდის გუნდმა წარმოადგინა ასევე კრაკოვში, ლისაბონში, კიოლნში, ბონში, ვენაში, სიენაში, ჰონკონგში, შანხაიში და ა.შ. გუნდი ყოველ კვირას იესოს კოლეჯის ისტორიულ სამლოცველოში მღერის.

აღსანიშნავია, რომ გუნდი სპეციალიზირებულია უელსურ მუსიკაზე. იესოს კოლეჯი დედოფალ ელისაბედის მიერ 1571 წელს დაარსდა. საქართველოს ტურნეს ფარგლებში ბათუმის და ქუთაისის შემდეგ, გუნდმა კონცერტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს