კობა დავითაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ ე.წ. „ნავერტილეს“ საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ე.წ. „ნავერტილეს“ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. დავითაშვილის განცხადებით, სააკაშვილმა გუშინ გაკეთებულ განცხადებებში დაადასტურა, რომ მისი და ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი იყო მასზე ფარული ვიდეო ჩანაწერის გაკეთება, რათა ის „პოლიტიკურ გვამად“ ექციათ. დავითაშვილის თქმით, უკანონო თვალთვალი კანონდარღვევაა.

„შეგახსენებთ, მოხდა ფარული ჩაწერა პარლამენტის წევრის, კობა დავითაშვილის და მაშინდელი კანონმდებლობა კრძალავდა პარლამენტის წევრის ჩაწერას საერთოდ. ამიტომ სააკაშვილმა მაშინ მოიგონა ტყუილი, რომ მე სახელმწიფომ კი არა, არამედ იმ სუფრის მონაწილე ერთ-ერთმა პირმა გადამიღო ფარულად, რომელიც ძალიან მოკლე ხანში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. სააკაშვილს ეს ყველაფერი დაავიწყდა და მერაბიშვილსაც დაადო ხელი, დამირეკაო და მითხრა, რომ კობა დავითაშვილს პოლიტიკურ გვამად ვაქცევ, ასეთი იდეა მომივიდაო. ეს ჩანაწერი გაკეთებული იყო ბევრად გვიან, თავდასხმის ფაქტიდან. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც პირდაპირ ეთერში აღიარა სააკაშვილმა და ხელი დაადო ვანო მერაბიშვილს. მოვითხოვ, შსს-მ ან პროკურატურამ დაუყონებლივ დაიკითხოს ამ საქმეზე ვანო მერაბიშვილი, დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების ბოროტად გამოყენების გამო, რაც მდგომარეობდა პარლამენტის წევრის მიმართ უკანონო თვალთვალში“, - განაცხადა დავითაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა