ნინო ლომჯარია - სასჯელაღსრულების #7-ე დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი გარემო არასათანადო მოპყრობას უტოლდებოდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სასჯელაღსრულების ნომერ მეშვიდე დაწესებულების დახურვას მიესალმება. როგორც ლომჯარიამ განაცხადა, დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი გარემო არასათანადო მოპყრობას უტოლდებოდა. მისივე თქმით, მეშვიდე დაწესებულება 10 წელია, რაც სახალხო დამცველის ანგარიშში ხვდებოდა.

"10 წელზე მეტია, რაც სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებში ხვდება მეშვიდე დაწესებულება, როგორც ადგილი, სადაც არასათანადო პირობები არსებობდა პატიმრებისთვის. აქ არსებული საცხოვრებელი გარემო და ინფრასტრუქტურული გარემო, ვფიქრობთ, უტოლდებოდა არასათანადო მოპყრობას, ამიტომ წლებია სახალხო დამცველის და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციაა, რომ დაიხუროს ეს დაწესებულება. ძალიან მისასალმებელია, რომ ეს საბჭოთა ტიპის დაწესებულება, რომელიც არ იყო თავიდან შექმნილი გრძელვადიანი პატიმრობისთვის და სამწუხაროდ ის გამოიყენებოდა გრძელვადიანი პატიმრობისთვის, დღეს დაიხურა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი რეფორმა გატარდება პენიტენციურ სისტემაში. მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯებისა, არსებობს საცხოვრებელი პირობების თვალსაზრისით პრობლემები, გადატვირთულობა, ასევე, ჩვენ მხარს ვუჭერთ მცირე ტიპის დახურული დაწესებულებების არსებობას, სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარებას და იმედს გამოვთქვამთ რომ ამ მიმართულებით მუშაობა გაძლიერდება", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა