პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აბიტურიენტებს წარმატება უსურვა

„დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. მინდა ყველა მომავალ სტუდენტს მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი დღე“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

პრემიერმა მომავალ სტუდენტებს წარმატება და სასურველ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება უსურვა. „დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. მინდა ყველა მომავალ სტუდენტს მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი დღე, გისურვოთ წარმატება და თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტებსა და მიმართულებებზე სწავლის გაგრძელება. განათლება ჩვენი მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტია. შესაბამისად, განათლების ხარისხი, ისევე, როგორც განათლების მიღებისათვის და გამოცდებისათვის აუცილებელი გარემო, ყოველ მომდევნო წელს იქნება უკეთესი. გისურვებთ წარმატებას!“, - წერს მამუკა ბახტაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო