უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის პროგრამულ ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა, სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარების სახით 2018 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულთა დახმარება 103 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც მთლიანად ოჯახის ან ოჯახის წევრის ერთჯერად დახმარებას გულისხმობს 100–დან არაუმეტეს 500 ლარისა. ბიუჯეტში ცვლილება მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის ინიციატივით შევიდა, რომლის მიხედვითაც ბენეფიციართა მომართვის შემდგომ, მათზე მოკვლევას ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლი აწარმოებს და დასკვნას მუნიციპალიტეტს წარუდგენს.

„ეს შეიძლება იყოს, როგორც სოციალურად დაუცველთა სიაში მყოფი ბენეფიციარი, ასევე პირი ან ოჯახი, რომელიც არ სარგებლობს შემწეობით, მაგრამ თავისი სოციალური ან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებს დახმარებას. ამ შემთხვევაში, მოკვლევის საფუძველზე, მუნიციპალიტეტი ერთჯერადად გასცემს ამ თანხას“, – განაცხადა მერის მოადგილემ, ბესიკ ლეონიძემ.

მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის თქმით, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, ვინც სოციალურ შემწერობას მუდმივად არ იღებს.

„პროგრამულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა, ვფიქრობთ, განსაკუთრებით იმ შეჭირვებული ადამიანებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, ვინც მუდმივად არ იღებს სოციალურ შემწეობას და ერთჯერადი დახმარება ხშირად უკიდურეს საჭიროებას წარმოადგენს. სოციალურ სამსახურთან ერთად ვიმუშავეთ მისი გაცემის წესის დახვეწაზე და იმედი მაქვს, ეს დახმარება ზუსტად ამ ადამიანებამდე მივა,“– განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ.

ზესტაფონის მუნიციციპალიტეტის 2018 წლის სოციალური პროგრამების ბიუჯეტი 1 491 305 ლარს შეადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა