მობილური ექსტენციის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში ფერმერები კონსულტაციებს იღებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის “მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, მარტვილის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის სოფლებში ფერმერებს სპეციალისტებმა კონსულტაციები გაუწიეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ფერმერებს ინფორმაცია მიეწოდათ მცენარეთა დაცვის, კენკროვანი კულტურების მოვლა-მოყვანის და ვეტერინარიის მიმართულებებით.

ამასთან, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილობრივების მეურნეობები დაათვალიერეს და დაინტერესებულ პირებს დარგის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფოს პროგრამები გააცნეს.

ცნობისთვის, პროექტი „მობილური ექსტენცია“ 2016 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

„პროექტის მიზანი ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერა, მათთვის სახელმწიფო პროგრამების გაცნობა და კონსულტაციების გაწევაა“, - აცხადებენ სამინისტროში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს