ნინო ლომჯარია - ახალმა გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვებს, თუ რატომ არ დაინტერესდა გამოძიება, იყო თუ არა მესამე დაჭრილი პირი, ვინ დაჭრა და რატომ არ დადგა მისი პასუხისმგებლობის საკითხი

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ინციდენტისას მესამე პირის დაჭრა გამოძიების მასალებით იკვეთება.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მან საქმის მასალების შესწავლა დაიწყო, აღნიშნული ფაქტი გამოიკვეთა, თუმცა საგამოძიებო ორგანო არ დაინტერესდა, თუ როგორ მიიღო დაზიანებები ამ პირმა ან ვინ დააზიანა ის.

"როდესაც მე გავეცანი საქმის მასალებს, ნამდვილად იმ გამოძიების მასალებიდან, რაც არსებობს, უკვე იკვეთებოდა, რომ ადგილზე სავარაუდოდ იყო მესამე დაჭრილი არასრულწლოვანი. ეს იკვეთებოდა მოწმეთა ჩვენებებიდან, თუმცა სამწუხაროდ ამ მიმართულებით გამოძიება უფრო შორს არ წასულა. არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაგვიანებით ჩატარდა, თუმცა მაინც ადასტურებს, რომ არსებობდა სხეულზე დაზიანებები, რომელიც შესაძლოა მიყენებული ყოფილიყო ბასრი და მჭრელი ზედაპირით, თუმცა ამ მიმართულებით უფრო შორს არ წასულა გამოძიება. დღეს საპარლამენტო კომისიამ და მიმდინარე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი იმ კითხვებს, თუ რატომ არ დაინტერესდა გამოძიება გაეცა პასუხი კითხვაზე - იყო თუ არა მესამე დაჭრილი პირი, ვინ დაჭრა ის და რატომ არ დადგა ამ პირის პასუხისმგებლობის საკითხი", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რასიმ მუსაბეკოვი  -  ის, რასაც პოსტსაბჭოთა სივრცეში სეპარატისტული „ბარდაკი“ ჰქვია, უნდა დასრულდეს
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებაში  თურქეთი ჩაერევა, ასეთ შემთხვევაში ამ პროცესში რუსეთიც ჩაერთვება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2020
გიორგი მელიქიძე - საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის შედეგი გამოიხატება მონაწილეებისათვის ადეკვატური პენსიით
წარმოების სრული ავტომატიზაცია - „გზაჯვარედინისა“ და BDO-ს პარტნიორობის წარმატებული ქეისი
ფინკა ბანკის მმართველ გუნდს ირაკლი ელაშვილი უხელმძღვანელებს
ჰიუნდაი ავტო საქართველო საშემოდგომო ფასდაკლებების აქციას იწყებს
"მადლიერების ჩიტი" ბატონ ჯემალ ჭკუასელს
Jeep-ის ცენტრში დიდი ფასდაკლების აქცია დაიწყო
შეუდარებელი QLED 8K ტელევიზორი სამსუნგისგან