პეტრე დევრიშაძე - სპეცოპერაცია „ენვერი“ იყო სპექტაკლი, მოვა დრო და ყველაფერს ნათელი მოეფინება

სპეცოპერაცია „ენვერი“ იყო სპექტაკლი, მოვა ამის დროც და ყველაფერს ნათელი მოეფინება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეცოპერაცია „ენვერის“ დროს რუსეთთან ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა, ბიზნესმენმა, პეტრე დევრიშაძემ განუცხადა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მისი კომპანია კანონის სრული დაცვით მონაწილეობდა და აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რაც ტენდერის მოგებისთვის იყო აუცილებელი.

დევრიშაძე აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი, საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანას ემსახურება და მასში მედიას ადანაშაულებს.

„საქართველოში ყველა ტენდერი გამჭვირვალედ ტარდება. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი ქვეყნიდან ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს. თუ ის შეასრულებს სატენდერო პირობებს, ტენდერს მოიგებს. დღე და ღამე შრომაში ვარ, ასე ვიგებ მე ტენდერებს. რატომ გაგიჩნდათ ჟურნალისტებს ჩემს ტენდერებთან დაკავიშირებით კითხვები?! თავდაცვის სამინისტრო იქნება თუ შს სამინისტრო, გამჭვირვალედ ატარებს ტენდერს. თუ რაღაც ბიზნესმენებს და მიმწოდებლებს არ მოგვწონს, შემსყიდველის პოზიცია, არსებობს შესყიდვების სააგენტო, სადაც შეგიძლიათ გაასაჩივროთ. ასევე არსებობს სასამართლო. ახლაც სააკაშვილის პერიოდი ხომ აღარაა, ყველაფერი ჩაწყობით რომ იყო. ვინ მიგაკარებდა მაშინ ამ ტენდერებს, თავს მოგაჭრიდნენ. „რუსთავი2“ არის სიყალბის ტელევიზია და სურთ მოსახლეობა მოატყუონ, თუმცა არ მგონია ამას ვინმე აჰყვეს. ჩემი პოზიციაა, რომ სპეცოპერაცია „ენვერი“ იყო სპექტაკლი. მოვა ამის დროც და ყველაფერს ნათელი მოეფინება. ამ სპეცოპერაციას დაივიწყებენ და ჟურნალისტებს სალაპარაკო აღარ გექნებათ“, - განაცხადა პეტრე დევრიშაძემ.

სტუდია ”მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. კომპანიები სახელმწიფო შეკვეთებს ძირითადად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ.

დევრიშაძე 2010 წელს ”გრუ“-სთან თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ოპერაცია “ენვერის” დროს დაკავებული 13 პირიდან ერთადერთია, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობა აღიარა. პეტრე დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება 2011 წელს გაუფორმეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა