ზვიად კუპრავა მამუკა მდინარაძეს - ჩემი ინფორმაციით, მ.კ. დავით სარალიძეს ურტყამდა, ხოლო რას ურტყამდა, ეს თქვენ და გამოძებამ უნდა დაადგინოთ

ჩემი ინფორმაციით, მ.კ. დავით სარალიძეს ურტყამდა, ხოლო რას ურტყამდა, ეს თქვენ და გამოძებამ უნდა დაადგინოთ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზვიად კუპრავამ მამუკა მდინარაძის კითხვის პასუხად განაცხადა. ზვიად კუპრავას, რომელიც ზაზა სარალიძესთან ერთად არაფორმალურად იძიებდა საქმეს, კომისიის წევრებს ინფორმაციას აწვდის საქმესთან დაკავშირებით.

მამუკა მდინარაძე ზვიად კუპრავასგან დაინტერესდა, იღებდა თუ არა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი ფიგურანტი მ.კ. დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობას.

„მ.კ ვიცით რა ქმედებას სჩადიოდა. მაგრამ მე ხელს არ დავადებ არავის. ეს თქვენ უნდა გააკეთოთ. მე თქვენ გეუბნებით, რომ ეს ბიჭი ჩხუბობდა. ჩემი ინფორმაციით და მე ამას მტკიცებით ფორმატში არ ვსაუბრობ, მ.კ. ურტყამდა ხელს დათო სარალიძეს. მას ეჭრა თუ არა ხელში რამე, ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს“, -განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ამის შემდეგ მამუკა მდინარაძე ზვიად კუპრავასგან კიდევ ერთხელ დაინტერესდა, იცოდა თუ არა კონკრეტულად კითხვაზე პასუხი და დაინტერესდა საკითხით, თუ ვინ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მ.კ ურტყამდა დავით სარალძეს. ზვიად კუპრავამ განმარტა, რომ მას ეს არ ახსოვს. „მე ბევრ ადამიანს ვესაუბრე, მე ვინ მითხრა ის, რომ მ.კ. ურტყამდა რაღაცას დათო სარალძეს, არ ვიცი“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.