ზვიად კუპრავა - მირზა სუბელიანს ორ-სამ თვეში სასამართლო გაამართლებს, რადგან არავის აქვს ვალდებულება, ითანამშრომლოს პოლიციასთან საკუთარი შვილის წინააღმდეგ

იმ მუხლიდან გამომდინარე, რომლის საფუძველზეც მირზა სუბელიანს ბრალი წაუყენეს, ის ორ-სამ თვეში თავისუფალი იქნება - სუბელიანს სასამართლო გაამართლებს, რადგან მას არ ჰქონდა ვალდებულება პოლიციასთან მისი შვილის წინააღმდეგ ეთანამშრომლა, - ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზვიად კუპრავამ განაცხადა.

კუპრავას შეფასებით, სუბელიანი პასუხისმგებლობაში საქმის ფალსიფიკაციისთვის უნდა მიეცათ და არა დანაშაულის დაფარვისთვის, რომელიც მის შვილს ეხება.

“თქვენ გგონიათ, რომ მირზა სუბელიანი დაკავებულია?! სუბელიანს ბრალად დანაშაულის დაფარვა წაუყენეს, რომელიც თავის შვილს ეხება. აქ უმრავლესობა იურისტები ვართ და ყველამ კარგად ვიცით, რომ არავის აქვს ვალდებულება ითანამშრომლოს გამოძიებასთან საკუთარი შვილის წინააღმდეგ და ინფორმაცია ოჯახის წევრის წინააღმდეგ მისცეს. სუბელიანს ორ-სამ თვეში სასამართლო გაამართლებს და წაყენებული მუხლით პასუხისმგებაში არ მისცემს“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კუპრავას გამოკითხვა მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა