ლევან დავითაშვილი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის პროექტის „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზად ვაჭრობისთვის - EU4Business ინიციატივა“ პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი, რომელსაც საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი (ITC) ახორციელებს, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში აგროსასურსათო სექტორის გასაძლიერებლად.

“საქართველო ევროკავშირისგან, “ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ხელმოწერის შემდეგ, აგრარული დარგის განვითარების კუთხით მნიშვნელოვან დახმარებას იღებს. ასევე წარმატებით ხორციელდება ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD). დარგის განვითარების მიმართულებით, ქვეყნის პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის მოთხოვნებთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრმა ვრცლად ისაუბრა „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზად ვაჭრობისთვის - EU4Business ინიციატივა“ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ტექნიკური დახმარების მნიშვნელობის შესახებ და ყურადღება ცოდნის გაზიარებისა და საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე გაამახვილა.

“პროექტი “აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზად ვაჭრობისთვის - EU4Business ინიციატივა“ მიზნად ისახავს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და საერთაშორისო ბაზრებზე, უპირატესად ევროკავშირის ბაზარზე, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პროექტის განხორციელება აგროგადამმუშავებელი სექტორის მცირე და საშუალო საწარმოების მოკვლევით დაიწყო. კვლევის აღნიშნული ეტაპი ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან (EDA) თანამშრომლობით ჩატარდა. გამოიკვეთა ევროკავშირის მიმართულებით სამი ყველაზე მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე ჯგუფი: თხილი, ხილის წვენი და ჩაი.

მნიშვნელოვანია, რომ გამოკითხული კომპანიების 49% უკვე ახორციელებს ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზე, ხოლო კომპანიების 37%-მა ამ მიმართულებით მზაობა დააფიქსირა“, - განმარტავენ სამინისტროს პრესსამსახურში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და პროექტის ბენეფიციარები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა