GIPA-მ მორიგი პარტნიორობა იტალიის ერთ-ერთ უძველეს პერუჯას უნივერსიტეტთან დაამყარა

GIPA-მ მორიგი პარტნიორობა იტალიის ერთ-ერთ უძველეს პერუჯას უნივერსიტეტთან დაამყარა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ GIPA-დან აცნობეს, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეებმა გაცვლითი პროგრამა შეიმუშავეს. კერძოდ, წელიწადში 4 სტუდენტს საშუალება ექნება გაემგზავრონ იტალიაში ერთი სემესტრის სრულად გასავლელად.

სტუდენტთა გაცვლითი პროგრამით GIPA იტალიიდან სტუდენტებს მიიღებს. პერუჯას უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს: ერთობლივი კვლევები და პუბლიკაციები; ერთობლივი სემინარების, კონფერენციების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება; აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლა.

პერუჯას უნივერსიტეტი 1308 წელს დაარსდა და დღევანდელი მონაცემებით 24 000-მდე სტუდენტი ჰყავს. GIPA აქტიურად აგრძელებს მუშაობას უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო პარტნიორობების დამყარების მიმართულებით, რათა სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა, შეარჩიონ მათთვის სასურველი გაცვლითი პროგრამა, ევროპასა თუ ამერიკაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა