ადამიანის უფლებათა კომიტეტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხზე საკომიტეტო მოსმენას ჩაატარებს

ჩვენი კომიტეტი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

სოფო კილაძის შეფასებით, მიუხედავად უკანასკნელ წლებში არაერთი წინგადადგმული ნაბიჯისა, უფლებების კუთხით ერთი-ერთ გამოწვევად დღემდე რჩება ფემიციდი, ისევე როგორც ქალთა მიმართ განხორციელებული სხვადასხვა ტიპის ძალადობა.

“აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ, პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, ჩვენ ხვალ ვგეგმავთ საკომიტეტო მოსმენას, სადაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ვიმსჯელებთ გენდერული თანასწორობის საბჭოს, სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველის ოფისის, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად. ვფიქრობ, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების აზრის გაზიარება და ფართო ჩართულობა დაგვეხმარება რეფორმის წარმატებით განხორციელებაში. სწორედ ამიტომ, საკითხით დაინტერესებულ თითოეულ პირს, ხვალ ვთავაზობთ საპარლამენტო ტრიბუნას ამ პრობლემებზე სასაუბროდ. ყველას ინტერესშია, შეიქმნას საჭიროების გათვალისწინებით, პრობლემების აღმოფხვრაზე ორიენტირებული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეულ ქალს გარანტირებული უფლებებით“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა