ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შსს-ს წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს. სხდომაზე საქმის უშუალო გამომძიებლის ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროსის იოსებ სიგუას, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძის ახსნა-განმარტებების მოსმენა დაიწყო. საგამოძიებო კომისიამ უკვე მოუსმინა ზვიად კუპრავას.

2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სკოლის ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტმა საქმის საგამოძიებო კომისიის ფორმატში შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა