რა არის ბიო რძე?

საკვები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ადამიანების ჯანმრთელობისთვის და მისი ხარისხი პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. განვითარებული ქვეყნები მკაცრად აკონტროლებენ საკვების ხარისხს და აქტიურად გადადიან ბიო საკვებზე, რადგან ბიო პროდუქტები ეკოლოგიურად ყველაზე სუფთაა.

საქართველოც ნელ-ნელა ფეხს უწყობს მოწინავე ქვეყნების მიღწევებს და ბაზარზე უკვე გამოჩნდა პირველი ქართული ბიო რძის პროდუქტი. ბიო რძე გახლავთ ყველაზე ჯანსაღი რძის პროდუქტი საქართველოს ბაზარზე.

რომ გავიგოთ უფრო სიღრმისეულად, თუ რას წარმოადგენს ბიო რძე, რას მოიცავს მისი სერტიფიცირების პროცესი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი, გვესაუბრება კომპანია „ნატურალ პლიუსის“ ხარისხის მართვის ხელმძღვანელი, ქალბატონი ირმა ანთია:

InterPressNews.Geტერმინი ”ბიო” გულისხმობს, წარმოების ისეთ პროცესს, სადაც უმკაცრესად კონტროლდება წარმოების სრული ციკლი: ნედლეული, საწარმოო პროცესები და საბოლოო პროდუქტი. სადაც, არცერთ ეტაპზე არ გამოიყენება შხამ-ქიმიკატები, არაორგანული დანამატები და ჯანმრთელობისთვის მავნე კონსერვანტები.

ბიო რძის პროდუქტი მზადდება ბიო რძის ბაზაზე და მასში შემავალი ყველა ნედლეული ეკოლოგიურად სუფთაა.

როდესაც პროდუქციას აწერია „ბიო“, „ეკო“ ან „ორგანიკი“, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა და სერტიფიცირებულია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით .

საქართველოში ბიო სერტიფიკატს გასცემს ბიოსერტიფიცირების ორგანო „კავკასსერტი“, რომელიც აკრედიტირებულია გერმანიის აკრედიტაციის ორგანოს DAKKS-ის მიერ. „კავკასსერტი“ პირველი ადგილობრივი კომპანიაა, რომელიც თავის მომხმარებელს სთავაზობს ბიოპროდუქციის სერტიფიცირებას. მის ბიოსერტიფიკატს კანონიერი ძალა აქვს როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და შვეიცარიაში.

ბიო სერტიფიცირება საკმაოდ შრომატევადი და გრძელვადიანი პროცესია და მოიცავს სხვადასხვა ეტაპს:

პირველ რიგში მოხდა ნიადაგის გასუფთავება ქიმიური ნივთიერებებისგან, კონკრეტული ნაკვეთები კონტროლზე იქნა აყვანილი კავკასსერტის მიერ, ამ ნაკვეთებში ითესებოდა ბიოთესლეული და არა ჰიბრიდული ან გენ-მოდიფიცირებული . არ შესულა ნიადაგში მინერალური სასუქი და ჰერბიციდები, ხდებოდა მხოლოდ ბიოსასუქის და ნაკელის კომპოსტის შეტანა. ასე მოყვანილი მოსავლით ხდება პირუტყვის გამოკვება ფერმაში.

უშუალოდ ფერმა მდებარეობს კახეთში, შირაქის ველზე, სოფელ არხილოსკალოში. ფერმა გაშენებულია ნახევარ ჰექტარზე და მოწყობილია შესაბამისი სტანდარტებით, ერთ სულ პირუტყვზე გამოყოფილია საშუალოდ 10კვ.მ. ფართი. პირუტყვი არ არის დაბმული და იმყოფება ღია სივრცეში, რომელიც მუდმივად ნიავდება.

ბიო სტანდარტებიდან გამომდინარე მოწყობილია:

• სასეირნო მოედანი

• სამშობიარო ბლოკი

• სამკურნალო ჰოსპიტალი

• საწველი დარბაზი და ა.შ.

ფერმაში ჰოლშტეინის ჯიშის მაღალპროდუქტიული პირუტყვი ესტონეთიდანაა შემოყვანილი .

პირუტყვი დაყოფილია ჯგუფებად. არ ხდება პირუტყვის დაბმა. პირუტყვის საფენს წარმოადგენს ნამჯა, რომლის განახლება ხდება დღეში 2-ჯერ .

ფერმაში პირუტყვის რაოდენობა 200-ზე მეტია.

თითოეულ ძროხას მინიჭებული აქვს თავისი უნიკალური ნომერი და ყოველდღიურად ხდება მათ შესახებ მონაცემების შეტანა სპეციალურ პროგრამაში, სადაც ინახება თითოეული ძროხის ყოველდღიური ჯანმრთელობის და წველის ისტორია.

ბიო პროდუქცია ყველაზე ჯანსაღი რძის პროდუქტია ქართულ ბაზარზე, რადგან ის არ შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს და მის საწარმოებლად გათვალისწინებულია შემდეგი აკრძალვები

i. ნაკვეთზე აკრძალულია - პესტიციდები, ჰერბიციდები, სხვა არაბუნებრივი ნივთიერებები;

ii. მცენარეებზე აკრძალულია - გენმოდიფიცირებული და ჰიბრიდული თესლი; ქიმიური სასუქები;

iii. ცხოველებზე აკრძალულია - შენახვა არაჰუმანურ პირობებში - დაბმა დახურულ სივრცეში; ზრდის ჰორმონების გამოყენება; ქიმიური ალოპათიური ვეტერინარული საშუალებების გამოყენება; ანტიბიოტიკების გამოყენება; ხორც-პროდუქტების გადამუშავების ნარჩენების გამოყენება;

რძის გადამუშავებისას - ბიო რძის წარმოება გულისხმობს ისეთი მინარევების აკრძალვას, როგორიცაა კონსერვანტები, სტაბილიზატორები, პიგმენტები, არომატიზატორები და გემოს გამაძლიერებლები.

მნიშვნელოვანია სან-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა და სარეცხ- სადეზინფექციო საშუალებების ნარჩენების მონიტორინგი.

ამ ეტაპზე ჩვენ ვაწარმოებთ: რძეს, მაწონს, ხაჭოს, არაჟანს, იმერულ ყველს და სულგუნს.

ჩვენი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ შემდეგ მაღაზიათა ქსელებში: Carrefour, Goodwill, ევროპროდუქტი, ფრესკო, 2 ნაბიჯი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო