გამომძიებელი ირაკლი ფიფია - გამოძიების დაწყებისთანავე, დასაწყისში მირზა სუბელიანის გამოკითხვა არ მოხდა, ვინაიდან მის მიმართ არანაირი ეჭვი არ გაჩენილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი ირაკლი ფიფია აცხადებს, რომ გამოძიების დაწყებისთანავე, დასაწყისში მირზა სუბელიანის გამოკითხვა არ მოხდა, ვინაიდან მის მიმართ არანაირი ეჭვი არ გაჩენილა. ასე უპასუხა ფიფიამ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დეპუტატ ანრი ოხანაშვილის კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ გამოიკითხა მირზა სუბელიანი.

“გამოძიების ეტაპზე არ იყო არანაირი ეჭვი ან გარემოება, რომ მირზა სუბელიანს რაიმე სახით ჰქონოდა შემხებლობა კონკრეტულად რაიმე დანაშაულთან, შესაბამისად, მისი გამოკითხვა არ მომხდარა. დადასტურებულია ის გარემოება, რომ მირზა სუბელიანი იმყოფებოდა პეკინის #3-ში, სადაც არის მ.კ.-ს საცხოვრებელი კორპუსი. ეს დადასტურებეული იყო ჩვენებებითაც, საიდანაც ასევე დასტურდება, რომ იგი მოუწოდებდა თავის ნათესავებს, რომ ეთანამშრომლათ გამოძიებასთან. მირზა სუბელიანმა წარმოადგინა თავისი შვილი მომხდარი შემთხვევიდან რამდენიმე საათში, წარმოადგინა მისი ტანსაცმელი და გამოძიების პროცესში მის მიმართ კითხვები არ გაჩენილა“, - განაცხადა ფიფიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო