გამომძიებელი ირაკლი ფიფია - ხორავას ქუჩაზე არ გვქონდა საქმე დაგეგმილ მკვლელობასთან - ეს იყო სპონტანური მკვლელობა

გამოძიების მიერ ძალიან მალე, ოპერატიული გზებით დადგინდა, რომ არ გვქონდა საქმე დაგეგმილ მკვლელობასთან - ეს იყო სპონტანური მკვლელობა, - ამის შესახებხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმის გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

“ეს დადგინდა ოპერატიულად და ასევე, საქმის მასალებით დგინდება. #51-ე საჯარო სკოლის საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ თუ როგორ განვითარდა მოვლენები, ეს ყველამ კარგად ვიცით. როდესაც არასრულწლოვნები ხორავას #4-ში მიდიან, სადაც იწყება საუბარი, ყველაფერი შერიგებისკენ მიდის. ფაქტიურად ბავშვები, დაპირისპირებული მხარე არიან შერიგებული. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა ორ არასრულწლოვანს შორის შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სწორედ ამის შემდეგ მოხდა სასიკვდილო ჭრილობების მიყენება ორი პირისთვის. შესაბამისად, აქ დაგეგმილ მკვლელობაზე არ არის საუბარი. ეს იყო სპონტანური მკვლელობა“, - განაცხადა ფიფიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს.

სხდომაზე საქმის უშუალო გამომძიებლის ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროსის იოსებ სიგუას, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძის ახსნა-განმარტებების მოსმენა დაიწყო. საგამოძიებო კომისიამ უკვე მოუსმინა ზვიად კუპრავას.

2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სკოლის ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტმა საქმის საგამოძიებო კომისიის ფორმატში შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა