დავით ზალკალიანი - აქტიურად ვმუშაობთ, რომ საქართველოს საკითხი მაღალი დონის დღის წესრიგის ერთ-ერთი თემა იყოს, მათ შორის აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის დროს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ქართული მხარე აქტიურად მუშაობს ამერიკელ პარტნიორებთან იმისათვის, რომ საქართველოს საკითხი მაღალი დონის დღის წესრიგის ერთ-ერთი თემა იყოს, მათ შორის აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების შეხვედრის დროს.

ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ბერლინში ვიზიტისას, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

“ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან იმისათვის, რომ საქართველოს პრობლემატიკა ასევე ყოფილიყო მაღალი დონის დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია ყველა დონეზე და მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება. ამის დასტური არის თუნდაც ის, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა და მათი მხრიდან ჩვენი პრობლემატიკის სათანადო წარმოჩენა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივებში, აქტებში, რეზოლუციებში, განცხადებებში. თუნდაც ის, რომ ტერმინი ოკუპაცია საკანონმდებლო აქტში არის ნახსენები, მიანიშნებს იმაზე, რომ აშშ-სთვის საქართველოს საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მიუხედავად დღევანდელ მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ფონისა, უამრავი გამოწვევაა, სადაც ბევრი ცხელი წერტილია, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ყველა ჩვენს პარტნიორთან და მათ შორის მთავარ პარტნიორთან აშშ-სთან, იმისათვის, რომ საქართველოს საკითხიც იყოს სათანადოდ განხილული“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩატარებული სამუშაოები და წინასწარი კომუნიკაცია, იძლევა იმის იმედს, რომ ეს საკითხი იქნება ასევე უმაღლეს დონეზე განხილული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო