Forbes - "პლეხანოვი" მსოფლიოს საუკეთესო 12 უბანს შორის მოხვდა

"პლეხანოვი" მსოფლიოს საუკეთესო 12 უბანს შორის მოხვდა, - ამის შესახებ ჟურნალი Forbes-ის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გავლენიანი გამოცემის ჟურნალისტი ანა ებელი საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებას მკითხველს უზიარებს.

სტატიის ავტორის თქმით, საქართველო სულ უფრო პოპულარული ტურისტული მიმართულება ხდება. ჟურნალისტი "პლეხანოვის" ისტორიულ შენობებს, ძველებურ სახლებსა და სადარბაზოებს აღწერს.

გამოცემაში გამოქვეყნებული მეორე სტატია ქართულ კერძებს და ღვინოს ეძღვნება. "როდესაც მეგობრებს ვუთხარი, რომ საქართველოში მოგზაურობას ვაპირებდი, სხვადასხვა აზრი მოვისმინე. ზოგიერთს ეგონა ჯორჯიის შტატს ვგულისხმობდი, ზოგიერთებმა მკითხეს, თუ იყო უსაფრთხო საქართველოში მოგზაურობა, ჩემგან დადებითი პასუხი მიიღეს. ჩემმა რამდენიმე მეგობარმა საქართველოში იმოგზაურა. მეგობრებმა თავიანთი მოგონებები გამიზიარეს და რჩევებიც მომცეს. ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა გამორჩეული კერძებითაა ცნობილი. ქართული კერძები საუკეთესო და მრავალფეროვანია", - წერს ჟურნალისტი.

სტატიის ავტორი დეტალურად აღწერს ქართულ კერძებს, თბილისის, სიღნაღის კვების ობიექტებს. ჟურნალისტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართულ ღვინოს.

"საქართველო ღვინისა და სიყვარულის ქვეყანაა, ეს უკანასკნელი ბუნებრივ სტუმართმასპინძლობაში გამოიხატება. საქართველო მიჩნეულია ღვინის სამშობლოდ. ამ ქვეყანაში 500-ზე მეტი ღვინის ჯიშია. მეღვინეები ღვინოს ტრადიციულ თიხის ჭურჭელში ამზადებენ. საქართველო ნატურალური, ორგანული და უგემრიელესი ღვინით გამოირჩევა", - წერს ანა ებელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა