თელავში ქვეითად მოსიარულე მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა

თელავში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ახალგაზრდას "გოლფის" მარკის ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი გზაზე ფეხით გადასვლას ცდილობდა.

დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მას ამ წუთებში გამოკვლევა უტარდება. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა