ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისია შს სამინისტროს და მთავარ პროკურატურას რეკომენდაციებით მიმართავს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიამ შს სამინისტროს და მთავარი პროკურატურის სახელზე რეკომენდაციები მიიღო.

პარლამენტის საგამოძიებო კომისია შს სამინისტროს მიმართავს რეკომენდაციით, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მომხდარი კონფლიქტის დროს გ.მ.-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს და გაატაროს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დამნაშავე პირის იდენტიფიცირებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციას მხარი “ევროპული საქართველოს“ წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა დაუჭირეს, ხოლო “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს. მხოლოდ დეპუტატმა ეკა ბესელიამ მისცა წინააღმდეგ ხმა.

რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია მთავარ პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს მ.კ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის, “ბ“ და “ე“ ქვეპუნქტებით. “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა აღნიშნული რეკომენდაციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები კი განმარტავენ, რომ აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველია თავად საქმეში არსებული მასალები და ჩვენებები, რომელიც კომისიამ საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძისა და შს სამინისტროს წარმომადგენლის კახა სირაძისგან მიიღო.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა ხვალ, 15:00 საათზე განახლდება, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების - გამომძიებელ ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროსის იოსებ სიგუას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძის მოსმენა გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა