ირაკლი ნოზაძე - არც ისე ვარ განწყობილი, რომ მთელი სიმკაცრით, სამაგალითოდ დაისაჯოს, რა სისულელეა

ისეთი აურზაური მოჰყვა ამ საქმეს და ისეთი შეთითხნილი კუდები მოება, რომ ახლა გაცილებით უფრო მიჭირს, ვიდრე მიჭირდა მაშინ, როცა დამჭრეს, - ამის შესახებ „ქუჩის ბიჭების“ სოლისტმა, ირაკლი ნოზაძემ მისი დაჭრის კომენტირებისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.

“მე არავის არც შეცოდებას და მსგავს რაღაცებს არ ვცდილობ. კაცი ვარ და შეიძლება დღეს ჯანმრთელი და საღსალამათი იყო, მაგრამ ხვალ ისეთი რაღაც მოგიხდეს, რომ აღარ იყო ჯანმრთელი. არც ისე ვარ განწყობილი, რომ მთელი სიმკაცრით, სამაგალითოდ დაისაჯოს ის, ასე არ არის, რა სისულელეა. ყველაზე რთულად გადასატანი ჩემთვის იყო ის ყველაფერი, რაც მოხდა, მაგრამ გაცილებით რთულად გადასატანი არის დღევანდელი და ხვალინდელი დღე. ისეთი აურზაური მოჰყვა და ისეთი შეთხზული და შეთითხნილი კუდები მოება ამ საქმეს, რომ გაცილებით უფრო მიჭირს დღეს, ვიდრე მიჭირდა მაშინ, როცა დამჭრეს“, - განაცხადა ნოზაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ქუჩის ბიჭების" წევრი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს წერეთლის გამზირზე დაჭრეს. ბრალდებულები მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

იხილეთ ვიდეო: ვერ გეტყვით, რომ ამ ადამიანების მაქსიმალურად დასჯას მოვითხოვ - ირაკლი ნოზაძე

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო