მამუკა ბახტაძემ ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს და NBA-ის მოქმედიჩემპიონის - Golden State Warriors-ის ცენტრს ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა ზაზა ფაჩულიას საქართველოს ნაკრებში ჩატარებული ბრწყინვალე კარიერისთვის და საერთაშორისო სარბიელზე ქართული კალათბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრას კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი გახდა (Golden State Warriors 2017). მან წელს გამართულ ასოციაციის გათამაშებაში, Golden State Warriors-თან ერთად კიდევ ერთი ოქროს ბეჭედი მოიგო. ზაზა ფაჩულია პირველი ევროპელი ცენტრია პაუ გასოლთან (ესპანეთი) ერთად, რომელმაც ორჯერ შეძლო NBA-ის ჩემპიონის თასის მოგება. ფაჩულიამ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სამჯერ ითამაშა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა