ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისია შს სამინისტროს და მთავარ პროკურატურას რეკომენდაციებით მიმართავს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიამ შს სამინისტროს და მთავარი პროკურატურის სახელზე რეკომენდაციები მიიღო.

პარლამენტის საგამოძიებო კომისია შს სამინისტროს მიმართავს რეკომენდაციით, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მომხდარი კონფლიქტის დროს გ.მ.-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს და გაატაროს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დამნაშავე პირის იდენტიფიცირებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციას მხარი “ევროპული საქართველოს“ წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა დაუჭირეს, ხოლო “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს. მხოლოდ დეპუტატმა ეკა ბესელიამ მისცა წინააღმდეგ ხმა.

რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია მთავარ პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს მ.კ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის, “ბ“ და “ე“ ქვეპუნქტებით. “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა აღნიშნული რეკომენდაციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები კი განმარტავენ, რომ აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველია თავად საქმეში არსებული მასალები და ჩვენებები, რომელიც კომისიამ საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძისა და შს სამინისტროს წარმომადგენლის კახა სირაძისგან მიიღო.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს, 15:00 საათზე განახლდება, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების - გამომძიებელ ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროსის იოსებ სიგუას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძის მოსმენა გაგრძელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს