გამომძიებელი - ინციდენტში მონაწილე პირების ტელეფონები იმიტომ არ ამოვიღეთ, რომ მოზარდებს საშუალება მივეცით ინფორმაცია გაეცვალათ, რათა შემდეგ ამ ინფორმაციას გავცნობოდით

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინცინდენტში მონაწილე პირების ტელეფონები იმიტომ არ ამოვიღეთ, რომ მოზარდებს საშუალება მივეცით ინფორმაცია გაეცვალათ, რომ შემდგომ ჩვენ ამ ინფორმაციას გავცნობოდით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელმა, ირაკლი ფიფიამ გუშინ პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო გამოძიების ტაქტიკა, ტელეფონები მოგვიანებით ამოიღეს და ექსპერტიზაზე გაგზავნეს.

“ის, რომ პირველივე დღეებში არ ამოვიღეთ ინციდენტში მონაწილე პირების მობილური ტელეფონების აპარატები, მხოლოდ და მხოლოდ გამოძიების ტაქტიკით იყო გამოწვეული. უმრავლესობა არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, ამიტომ შევიმუშავეთ ტაქტიკა, რომ დავუტოვებდით მობილური ტელეფონების აპარატებს, შესაძლოა გაეცვალათ რაღაც სახის ინფორმაცია, რომელიც შემდეგ გამოძიებისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი და საინტერესო, რის შემდეგაც იქნებოდა ამოღება. ასეც მოხდა. ამოვიღეთ მობილური ტელეფონების აპარატები, დაინიშნა ტექნიკური ექსპერტიზა, აღდგა წაშლილი ინფორმაციის გარკვეული ნაწილიც, თუმცა ექსპერტიზის დასკვნა პირდაპირ სასამართლოში იქნა წარდგენილი“, - განაცხადა გამომძიებელმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს