გამომძიებელი ირაკლი ფიფია - ხორავას ქუჩაზე არ გვქონდა საქმე დაგეგმილ მკვლელობასთან - ეს იყო სპონტანური მკვლელობა

გამოძიების მიერ ძალიან მალე, ოპერატიული გზებით დადგინდა, რომ არ გვქონდა საქმე დაგეგმილ მკვლელობასთან - ეს იყო სპონტანური მკვლელობა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმის გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

“ეს დადგინდა ოპერატიულად და ასევე, საქმის მასალებით დგინდება. #51-ე საჯარო სკოლის საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ თუ როგორ განვითარდა მოვლენები, ეს ყველამ კარგად ვიცით. როდესაც არასრულწლოვნები ხორავას #4-ში მიდიან, სადაც იწყება საუბარი, ყველაფერი შერიგებისკენ მიდის. ფაქტიურად ბავშვები, დაპირისპირებული მხარე არიან შერიგებული. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა ორ არასრულწლოვანს შორის შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სწორედ ამის შემდეგ მოხდა სასიკვდილო ჭრილობების მიყენება ორი პირისთვის. შესაბამისად, აქ დაგეგმილ მკვლელობაზე არ არის საუბარი. ეს იყო სპონტანური მკვლელობა“, - განაცხადა ფიფიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გამოკითხეს. კერძოდ, სხდომაზე საქმის უშუალო გამომძიებელს, ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროს იოსებ სიგუას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროს შალვა ბედოიძეს მოუსმინეს. საგამოძიებო კომისიამ მოუსმინა ზვიად კუპრავასაც.

2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სკოლის ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტმა საქმის საგამოძიებო კომისიის ფორმატში შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო