ზვიად კუპრავა მამუკა მდინარაძეს - ჩემი ინფორმაციით, მ.კ. დავით სარალიძეს ურტყამდა, ხოლო რას ურტყამდა, ეს თქვენ და გამოძებამ უნდა დაადგინოთ

ჩემი ინფორმაციით, მ.კ. დავით სარალიძეს ურტყამდა, ხოლო რას ურტყამდა, ეს თქვენ და გამოძებამ უნდა დაადგინოთ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზვიად კუპრავამ მამუკა მდინარაძის კითხვის პასუხად განაცხადა. ზვიად კუპრავამ, რომელიც ზაზა სარალიძესთან ერთად არაფორმალურად იძიებდა საქმეს, კომისიის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა საქმესთან დაკავშირებით.

მამუკა მდინარაძე ზვიად კუპრავასგან დაინტერესდა, იღებდა თუ არა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი ფიგურანტი მ.კ. დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობას.

„მ.კ. ვიცით რა ქმედებას ჩადიოდა. მაგრამ მე ხელს არ დავადებ არავის. ეს თქვენ უნდა გააკეთოთ. მე თქვენ გეუბნებით, რომ ეს ბიჭი ჩხუბობდა. ჩემი ინფორმაციით და მე ამას მტკიცებით ფორმატში არ ვსაუბრობ, მ.კ. ურტყამდა ხელს დათო სარალიძეს. მას ეჭირა თუ არა ხელში რამე, ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს“, -განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ამის შემდეგ მამუკა მდინარაძე ზვიად კუპრავასგან კიდევ ერთხელ დაინტერესდა, იცოდა თუ არა კონკრეტულად კითხვაზე პასუხი და დაინტერესდა საკითხით, თუ ვინ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მ.კ. ურტყამდა დავით სარალიძეს. ზვიად კუპრავამ განმარტა, რომ მას ეს არ ახსოვს. „მე ბევრ ადამიანს ვესაუბრე, მე ვინ მითხრა ის, რომ მ.კ. ურტყამდა რაღაცას დათო სარალიძეს, არ ვიცი“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა