პეტრე დევრიშაძე - სპეცოპერაცია „ენვერი“ იყო სპექტაკლი, მოვა დრო და ყველაფერს ნათელი მოეფინება

სპეცოპერაცია „ენვერი“ იყო სპექტაკლი, მოვა ამის დროც და ყველაფერს ნათელი მოეფინება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეცოპერაცია „ენვერის“ დროს რუსეთთან ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა, ბიზნესმენმა, პეტრე დევრიშაძემ განუცხადა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მისი კომპანია კანონის სრული დაცვით მონაწილეობდა და აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რაც ტენდერის მოგებისთვის იყო აუცილებელი.

დევრიშაძე აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი, საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანას ემსახურება და მასში მედიას ადანაშაულებს.

„საქართველოში ყველა ტენდერი გამჭვირვალედ ტარდება. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი ქვეყნიდან ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს. თუ ის შეასრულებს სატენდერო პირობებს, ტენდერს მოიგებს. დღე და ღამე შრომაში ვარ, ასე ვიგებ მე ტენდერებს. რატომ გაგიჩნდათ ჟურნალისტებს ჩემს ტენდერებთან დაკავშირებით კითხვები?! თავდაცვის სამინისტრო იქნება თუ შს სამინისტრო, გამჭვირვალედ ატარებს ტენდერს. თუ რაღაც ბიზნესმენებს და მიმწოდებლებს არ მოგვწონს, შემსყიდველის პოზიცია, არსებობს შესყიდვების სააგენტო, სადაც შეგიძლიათ გაასაჩივროთ. ასევე არსებობს სასამართლო. ახლაც სააკაშვილის პერიოდი ხომ აღარაა, ყველაფერი ჩაწყობით რომ იყო. ვინ მიგაკარებდა მაშინ ამ ტენდერებს, თავს მოგაჭრიდნენ. „რუსთავი2“ არის სიყალბის ტელევიზია და სურთ მოსახლეობა მოატყუონ, თუმცა არ მგონია ამას ვინმე აჰყვეს. ჩემი პოზიციაა, რომ სპეცოპერაცია „ენვერი“ იყო სპექტაკლი. მოვა ამის დროც და ყველაფერს ნათელი მოეფინება. ამ სპეცოპერაციას დაივიწყებენ და ჟურნალისტებს სალაპარაკო აღარ გექნებათ“, - განაცხადა პეტრე დევრიშაძემ.

სტუდია ”მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. კომპანიები სახელმწიფო შეკვეთებს ძირითადად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ.

დევრიშაძე 2010 წელს ”გრუ“-სთან თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ოპერაცია “ენვერის” დროს დაკავებული 13 პირიდან ერთადერთია, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობა აღიარა. პეტრე დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება 2011 წელს გაუფორმეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო