კობა დავითაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ ე.წ. „ნავერტილეს“ საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ე.წ. „ნავერტილეს“ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. დავითაშვილის განცხადებით, სააკაშვილმა განცხადებებში დაადასტურა, რომ მისი და ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი იყო მასზე ფარული ვიდეო ჩანაწერის გაკეთება, რათა ის „პოლიტიკურ გვამად“ ექციათ. დავითაშვილის თქმით, უკანონო თვალთვალი კანონდარღვევაა.

„შეგახსენებთ, მოხდა ფარული ჩაწერა პარლამენტის წევრის, კობა დავითაშვილის და მაშინდელი კანონმდებლობა კრძალავდა პარლამენტის წევრის ჩაწერას საერთოდ. ამიტომ სააკაშვილმა მაშინ მოიგონა ტყუილი, რომ მე სახელმწიფომ კი არა, არამედ იმ სუფრის მონაწილე ერთ-ერთმა პირმა გადამიღო ფარულად, რომელიც ძალიან მოკლე ხანში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. სააკაშვილს ეს ყველაფერი დაავიწყდა და მერაბიშვილსაც დაადო ხელი, დამირეკაო და მითხრა, რომ კობა დავითაშვილს პოლიტიკურ გვამად ვაქცევ, ასეთი იდეა მომივიდაო. ეს ჩანაწერი გაკეთებული იყო ბევრად გვიან, თავდასხმის ფაქტიდან. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც პირდაპირ ეთერში აღიარა სააკაშვილმა და ხელი დაადო ვანო მერაბიშვილს. მოვითხოვ, შსს-მ ან პროკურატურამ დაუყონებლივ დაიკითხოს ამ საქმეზე ვანო მერაბიშვილი, დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების ბოროტად გამოყენების გამო, რაც მდგომარეობდა პარლამენტის წევრის მიმართ უკანონო თვალთვალში“, - განაცხადა დავითაშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
ტექნიკის უდიდესი გამოფენა ევროპაში, სახელწოდებით IFA 2019, ბერლინში დასრულდა
პუტინს ცემახი უსათუოდ სჭირდება (R)
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს