გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, „თელასის“ აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 3 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდების, ბეთანიის, კიკეთის და კოჯრის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და ყურაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიცკევიჩის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა