ეთნოგრაფიულ მუზეუმში „წიგნის სივრცის“ პრეზენტაცია გაიმართება

ეთნოგრაფიულ მუზეუმში დღეს „წიგნის სივრცის“ პრეზენტაცია გაიმართება. ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, „წიგნის სივრცეში“ პერიოდულად მოეწყობა ლიტერატურული საღამოები, პრეზენტაციები და საჯარო ლექციები.

„წიგნის სივრცის“ მომხმარებლებს შეეძლებათ ისარგებლონ მუზეუმის ღია ბიბლიოთეკით და, სურვილის შემთხვევაში, გაამდიდრონ ჩვენი ღია სამკითხველო.

სამკითხველო სივრცე ეროვნული მუზეუმის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ინიციატივაა. 3 ივლისს, 20:00 საათზე #ამოდი ეთნოგრაფიულ მუზეუმში, წამოიღე შენი წიგნი, გაამრავალფეროვნე მუზეუმის ღია ბიბლიოთეკა და დატოვე ჩანაწერი ახალი მკითხველისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.