პრემიერ-მინისტრმა ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს და NBA-ის მოქმედი ჩემპიონის - Golden State Warriors-ის ცენტრს, ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერმა ზაზა ფაჩულიას საქართველოს ნაკრებში ჩატარებული ბრწყინვალე კარიერისთვის და საერთაშორისო სარბიელზე ქართული კალათბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი გახდა (Golden State Warriors 2017). მან წელს გამართულ ასოციაციის გათამაშებაში, Golden State Warriors-თან ერთად კიდევ ერთი ოქროს ბეჭედი მოიგო. ზაზა ფაჩულია პირველი ევროპელი ცენტრია პაუ გასოლთან (ესპანეთი) ერთად, რომელმაც ორჯერ შეძლო NBA-ის ჩემპიონის თასის მოგება. ფაჩულიამ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სამჯერ ითამაშა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ყველაზე უფრო საგულისხმოა, აშშ-ს ახლად დანიშნული ელჩის დუმილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონი ყოყმანობს, რომელ პოლიტიკურ ძალაზე დადოს ფსონი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2020
ხათუნა ბურკაძე - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დასაჩქარებელი და ბუქარესტის სამიტის თითქმის 12-წლიანი დაპირებები შესასრულებელია
ირაკლი გურჩიანი - ყოველი დღე განვითარების ახალი შესაძლებლობაა და ამის დასტური „ტოიოტას“ უახლესი მოდელებია
უპრეცედენტო შეთავაზება "სილქნეტისგან" - ახალი აბონენტები ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალურ პაკეტებს სპეციალურ ფასად გაიაქტიურებენ