მიხეილ ჩხენკელმა ჯონ სმიტის საქველმოქმედო ფონდის სტიპენდიანტებს სიტყვით მიმართა

ბრიტანეთის საელჩოში ჯონ სმიტის ფონდის კურსდამთავრებულთა რეგიონალური კონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა ახალგაზრდა ლიდერებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან სიტყვით მიმართა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის სახელით, წარმატება უსურვა.

„ყველა დემოკრატიული ქვეყანა ეფუძნება მომავალი თაობების განათლებაზე მზრუნველობას, კარგი მმართველობის, სოციალური სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს. ეს ის ფუნდამენტური დებულებებია, რომელსაც ჯონ სმიტის საქველმოქმედო ფონდი პატივს სცემს და იცავს. ამიტომ, ორმაგად მოხარული ვარ, რომ ამ ფონდის სტიპენდიანტებმა სწორედ თბილისში მოიყარეს თავი. ახალი თაობის ლიდერებში სხვადასხვა ფორმით ინვესტირება მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს არა მხოლოდ მათ პიროვნულ განვითარებას, არამედ ქვეყნის გაძლიერებას", – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა