სარა სანდერსი - რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ძალაში დარჩება, ვიდრე რუსეთი ყირიმს უკრაინას არ დაუბრუნებს

აშშ-ს ადმინისტრაცია რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ გააუქმებს, ვიდრე ყირიმი უკრაინას არ დაუბრუნდება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ყირიმთან დაკავშირებით რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ძალაში დარჩება, ვიდრე რუსეთი ყირიმს უკრაინას არ დაუბრუნებს“, - განაცხადა სარა სანდერსმა.

მისივე თქმით, „რუსეთი და აშშ შეთანხმდნენ ამ საკითხზე ერთმანეთს არ დაეთანხმონ“.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 16 ივლისს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს ყირიმის ნახევარკუნძულის საკითხს წამოწევს. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის ყირიმის საკითხი არ შეიძლება საერთაშორისო დღის წესრიგში იყოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა