კოჯრის გზატკეცილზე ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინიტროს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოდან შესული ინფორმაციის საფუძველზე, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, თბილისში, კოჯრის გზატკეცილზე გადამოწმებული ავტომანქანის ძარაზე 20 ერთეული 3 მეტრიანი წიწვოვანი სახეობის სამასალე მორი იყო განთავსებული.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ავტომანქანის მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტაცია. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი 1282 მუხლის მე-4 ნაწილით შედგა, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით. სამინისტროს ცნობით, ავტომანქანა დაილუქა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა