შოთა ხაბარელი - ჩემთვის, როგორც ყოფილი სპორტსმენისთვის, უფრო კომფორტული იქნებოდა, სპორტის სამინისტრო ცალკე ყოფილიყო

ჩემთვის, როგორც რიგითი ყოფილი სპორტსმენისთვის, უფრო კომფორტული იქნებოდა, სპორტის სამინისტრო ცალკე ყოფილიყო, - ამის შესახებ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შოთა ხაბარელმა განაცხადა.

მიუხედავად ამისა, ხაბარელი მხარს უჭერს რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს, რომლის შედეგადაც კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება.

„ჩემთვის, როგორც რიგითი ყოფილი სპორტსმენისთვის, უფრო კომფორტული იქნებოდა, სპორტის სამინისტრო ცალკე ყოფილიყო, მაგრამ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სპორტი და კულტურა განათლების სამინისტროსთან თანხვედრაშია. მე არ ვფიქრობ, რომ ჩაიკარგება. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვიქნებით და მონიტორინგს გავუწევთ, რომ სპორტმა არ დაკარგოს თავისი პრივილეგიები“, - განაცხადა ხაბარელმა.

4 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც პირველი მოსმენით მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს მიიღებენ. დღეს კი განხილვები კომიტეტებში დაიწყება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა